03/08/20 - 31/05/21

სტატისტიკური მონაცემები

0
რეგისტრირებული განცხადებები
0
განხილული
0
შეესაბამება პირობებს
0
ეთხოვათ დოკუმენტების დაზუსტება
0
საქართველოდან თურქეთის მიმართულებით საზღვარი გადაკვეთა
0
თურქეთიდან საქართველოში დაბრუნდა
0
თურქეთის საზღვრის კვეთაზე ეთქვათ უარი

სსიპ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დასაქმების სააგენტო ტექნიკურად დაეხმარება იმ მოქალაქეებს, რომლებსაც სურთ თურქეთის რესპუბლიკაში შესვლის მიზნით საქართველოს ტერიტორიის დროებით დატოვების ნებართვის მისაღებად სისტემაში რეგისტრაცია.

▶  საქართველოს მთავრობის განკარგულების თანახმად თურქეთის რესპუბლიკაში შესვლის მიზნით საქართველოს ტერიტორიის დროებით დატოვების ნებართვის მისაღებად რეგისტრაცია შეუძლია საქართველოს მოქალაქე ფიზიკურ პირს, რომელიც ფლობს თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე ფიზიკური ან თურქეთის რესპუბლიკაში რეგისტრირებული იურიდიული პირის მიერ გაცემულ სამთვიან, ნოტარიულად დამოწმებულ მოწვევას, რომელშიც დაფიქსირებულია საქართველოს მოქალაქის საიდენტიფიკაციო მონაცემები (სახელი, გვარი და საქართველოს მოქალაქის პირადი ნომერი).

სამშობლოში (საქართველოში) დაბრუნების შემდეგ პირის იზოლაციის საკითხი გადაწყდება კონკრეტულ პერიოდში ქვეყანაში არსებული “იზოლაციისა და კარანტინის წესების” შესაბამისად.

თურქეთის ჯანდაცვის სამინისტროს ოფიციალური ანკეტა
სარეგისტრაციო ფორმა

ნებართვის მისაღებად რეგისტრაციისათვის პირმა თან უნდა იქონიოს:

ნოტარიულად დამოწმებული მოწვევა

თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე ფიზიკური პირის ან თურქეთის რესპუბლიკაში რეგისტრირებული იურიდიული პირის მიერ გაცემული ნოტარიულად დამოწმებული მოწვევა

ნოტარიულად დამოწმებული თარგმანი

მოწვევის ნოტარიულად დამოწმებული თარგმანი ქართულ ენაზე

მობილური ტელეფონის ნომერი

მოქმედი ტელეფონის ნომერი

მოწვევაში უნდა იყოს მითითებული მიწვეული საქართველოს მოქალაქის სახელი, გვარი, პირადი ნომერი და მიწვევის პერიოდი სამი თვე.

ავტორიზაცია სისტემაში განხორციელდება მითითებული პირადი
და მობილურის ნომრით

გაითვალისწინეთ, ერთი მობილურის ნომრით შესაძლებელია მხოლოდ ერთი მომხმარებლის რეგისტრაცია;

სპეციალურად შექმნილი სამუშაო ჯგუფი ამოწმებს საქართველოს მოქალაქის მიერ თურქეთის რესპუბლიკაში შესვლის მიზნით საქართველოს ტერიტორიის დროებით დატოვების ერთჯერადი ნებართვის მისაღებად წარმოდგენილი დოკუმენტაციის შესაბამისობას საქართველოს მთავრობის N164 განკარგულების პირობებთან საბოლოო გადაწყვეტილებას პირის საზღვრის კვეთასთან დაკავშირებით იღებს კონკრეტული მესაზღვრე-კონტროლიორი.

რეგისტრაციის ინსტრუქცია

რეგისტრაციის მსურველ პირებს შეუძლიათ მიმართონ აჭარის დასაქმების სააგენტოს მუნიციპალურ განყოფილებებს შემდეგ მისამართებზე :

ხშირად დასმული კითხვები ( ხ.დ.კ )

ცხელი ხაზის ნომერი (0422) 24 78 82

სამუშაო დღეებში
(ორშაბათი – პარასკევი 9:00 – 18:00 სთ-მდე)


მენიუ